წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები:
1.1.კლუბი წარმოადგენს სკოლის ბაზაზე შექმნის სახელოვნებო სტრუქტურას
1.2. კლუბი უფლებამოსილია გამართოს სპექტაკლები როგორც შიდა სასკოლო სივრცეში, ასევე მონაწილეობა მიიღოს ფესტივალის ფარგლებში.

მუხლი2. მიზნები და მაოცანები:
2.1. კლუბმა შიდა რესურსის გამოყენებით უნდა შეძლოს მაღალი დონის სპექტაკლების შექმნა
2.2. მიზნის მისაღწევად საჭიროა რეჟისორის, მსახიობების, მხატვრული გამფორმებლისა და ტექნიკური უზრუნველყოფის გონივრული შერჩევა;
2.3. რეპეტიციების გაწერილი გემის მიხედვით დანიშვნა, რაც უზრუნველყოფს მისაღები არტპროდუქტის ხარისხს;

მუხლი 3. წევრის მიღების წესი:
3.1. კლუბში გაწევრიანების მსურველი ,უპირველეს ყოვლისა, უნდა აკმაყოფილებდეს ასაკობრივ ცენზს (მე-10, მე-11,მე-12 კლასები)
3.2. კლუბში გაწევრიანების მსურველმა უნდა შეაავსოს განაცხადის ელექტრონული ფორმა;
3.3. კლუბში გაწევრიანების მსურველსთვის ლიტერატურა და თეატრი უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ ღირებულებას

მუხლი 4. კლუბის წევრის უფლება-მოვალეობანი:
4.1. კლუბის წევრს აქვს საშუალება მუშაობის პროცესში გამოთქვას საკუთარი აზრი რეჟისორულ თუ თეამტურ ნიუანსებთან მიმართებით და  შემოგვათავაზოს საკუთარი იდეა;
4.2. კლუბის წევრი მუშაობის პროცესში ვალდებულია ანგარიში გაუწიოს სხვათა ინტერესებს და საკუთარი მუშაობით საფრთხე არ შეუქმნას კლუბის პროდუქტიულ მუშაობას.

No comments:

Post a Comment